რა ხდება, როცა მოვლა სწორად არ ხორციელდება
ქავილი,
სიწითლე და
აქერცვლა
სითბო და ტენიანი გარემო , მჭიდრო ფეხსაცმელი და სინთეტიკური წინდები აძლიერებს ოფლიანობას და ასუსტებს კანის ბუნებრივ ბარიერს. ასეთ პირობებში სოკო ადვილად მრავლდება და იწვევს ქავილს, სიწითლესა და აქერცვლას.
ფრჩხილის
სოკო და
დეფორმაცია
სოკო ხშირად გადადის კანისგან ფრჩხილზე. რისკს ზრდის მჭიდრო ფეხსაცმელი, ფრჩხილის მიკროტრავმა და არადეზინფიცირებული ინსტრუმენტები. შედეგად ფრჩხილი სქელდება, ფერს იცვლის და მტვრევადი ხდება.
მიკრობზარები, გაღიზიანება და ინფექციები
გადაჭარბებული სიმშრალე და მუდმივი ქავილი ხშირად იწვევს კანის დაკაწვრას. პემზის ქვის არასწორი ან ზედმეტი გამოყენება, ისევე როგორც ქუსლის საფხეკით (ქლიბით) მკვეთრი დამუშავება და ფეხსაცმელთან ძლიერი ხახუნი წარმოქმნის მიკრობზარებს.